13 დღე (20/08/11-13/09/11)

ის, რომ საქართველო  მდიდარია ულამაზესი ადგილებით და ბუნების საოცრებებით,  ნამდვილად არ არის ახალი  და  ამ სიტყვებს ყოველი მეორისგან მოისმენ, თუ კი სიტყვა ჩამოვარდება ჩვენი ქვეყნის დიად ღირსებებზე.  მაგრამ ცოტას თუ აქვს საკუთარი თვალით ნანახი ეს  მშვენიერებანი.   ეს რათქმა უნდა ლოგიკურიცაა.   რადგან   ამდენი ლამაზი  ადგილია და ყველას ნახვას სად მოასწრებ, თუ მოლაშქრე არ ხარ და  გადაწყვეტილი არ გაქვს ყოველი უქმე დღე  სამშობლოს დალაშქვრას ,,შესწირო”.   მაგრამ მარტო მოლაშქრის განწყობა ნამდვილად არ არის საკმარისი, საჭიროა იმ ლამაზი ადგილების, ასე მდიდარი რომ არის ჩვენი ქვეყანა,  სახელი მაინც ვიცოდეთ რომ ადვილად მივაგნოთ და ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს  მხოლოდ იმის გამო რომ ისინი პოპულარული არ არიან და მათზე წარმოდგენა ბევრს არ აქვს.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი, საკმაოდ უცნობი და ძალიან ლამაზი კურორტი, მდიდარი მინერალური წყლებითა და  კლდის მასივებით, ნისლით, სუფთა ჰაერით, მოკლედ ყველაფრით  რაც  იმ ადამიანს სურს, ვისაც მოწყინდა ქალაქის ხმაური, დამღლელი  ატმოსფერო, გადატვრირთული ქუჩები და ცხოვრების მძიმე რიტმი  არის   კურორტი ახალჭალა. აქ, თქვენ, ზემოთ ჩამოთვლილი  დადებითი მახასიათებლების გარდა, გაქვთ შესაძლებლობა        დალაშქროთ ასხის მთის მასივი. ზღვის დონიდან 2000 მ.

ხოდა ეხლა იმის შესახებ თუ როგორ მოვხვდით ჩვენ, ანუ მე და ,,სხვები” საბოლოოდ კი ჩვენ, ამ არაჩვეულებრივ ადგილას.  20
აგვისტოს დაიწყო ჩვენი სალაშქრო ტური. თავდაპირველად გამომდინარე იქედან რომ  5 კაციდან მხოლოდ 3  ვიყავით მზად მოგზაურობისთვის, გადავწყვიტეთ ის 2 დღე რაც ლოდინში უნდა გაგვეტარებინა, გამოგვეყენებინა ქუთაისის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად.
   თბილისიდან ქუთაისში მე და 1 ჩავედით, ხოლო მე-2 კი  ლეჩხუმიდან შემოგვიერთდა. მე+1+2=3 ანუ ჩვენ სამნი, შეკრებილნი ქუთაისის სადგურთან,  დიდი სჯა-ბაასისა და მსჯელობის შემდეგ გავემართეთ გელათის  მიმართულებით.

გელათის მოლოცვის შემდეგ გავემართეთ მოწამეთას მიმართულებით. სიარული ცოტათი სიცხეში გვიწევდა მაგრამ  ეგ არაფერი, ლაშქრობა ერთი დღის დაწყებული გვქონდა და დაღლაზე რომელ ჩვენგანს რა წამოცდებოდა.

მოწამეთას ეზოში
მას შემდეგ რაც მოწამეთა მოვილოცეთ, უკვე  დაბანაკებაზეც დავიწყეთ ფიქრი, გადაწყდა იქვე მდინარე წყალწითელას ხეობაში  გაგვეშალა, ჩვენი პირველი ლაშქრობის პირველი კარავი.   მალე  მოავხერხეთ მდინარის პირას ჩასვლა.  სამივენი ძალიან ვიყავით დაღლილები,  მცირე საუზმით დავკმაყოფილდით და მალევე დავიძინეთ.
დილით, მშვენიერ ხასიათზე გაგვეღვიძა, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა.     ლაშქრობა რომელზეც მთელი წელი ვფიქრობდით  მშვენივრად მიმდინარეობდა.    კარავი პირდაპირ მდინარეს გადაყურებდა და როდესაც კარვიდან გამოვედით, დილის სუსხის მიუხედავად ცდუნებას ვერ გავუძელით, მაშინვე შიგნით ჩავხტით. 


წყალწითელას ხეობის შემდეგ გადავწყვიტეთ პრ
ომეთეს მღვიმის მონახულება. ამისთვის ქუთაისის პარკამდე მივედით სადაც ცოტა ხნით დავისვენეთ,  იქვე ერთ-ერთ შენობაში მობილურები დავტენეთ და დავიწყეთ ფიქრი თუ როგორ მოვხვედრილიყავით პრომეთეს მღვიმეში რაც შეიძლება მარტივად.
მოკლედ პრომეთეს მღვიმემდე კი მივაღწიეთ, თუმცა შიგნით კი ნამდვილად არ შეგვიშვეს, რადგან მალე სამუშაო საათები მთავრდებოდა და რიგი კი ძალიან გრძელი იყო.  თუმცა ამ პატარა შეფერხებას ჩვენი ლაშქრობის II დღის გეგმები არ ჩაუშლია, გადავწყვიტეთ იქვე, აბრაზე მითითებული მღვიმეებიდან ერთ-ერთი დაგვეთვალიერებინა რომელიც 5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.  ამ მღვიმისკენ მიმავალ გზასაც გავუდექით თუმცა არც მისი ნახვა გველოდა , მალე დაღლოლობა ვიგრძენით და გზიდან  მდინარე ყუმის ხეობაში გადავუხვიეთ. 

კარავი გავშალეთ, ცეცხლიც დავანთეთ და ღამის გასათევად მოვემზადეთ. ირგვლივ მწვანე მცენარით დაფარული კლდის მასივი იყო, გვედით ძალიან ცივი წყალი  მოედინებოდა… ასე რომ უკმაყოფილონი ნამდვილად არ დავრჩენილვართ ამ გაუთვალისწინებელი მარშრუტით.


   როდესაც ჩვენი ლაშქრობის მესამე დილა გათენდა, ჯერ იქვე  მომდინარე, ძალიან ცივ მდინარე ყუმში ვიბანავეთ, შემდეგ კი  უკან, ქუთაისისაკენ გამოვემართეთ სადაც ჩვენი 2 დაგვიანებული ძმაკაცი უნდა შემგვერთებოდა. ერთი ზესტაფონიდან მოდიოდა ხოლო მეორე თბილისიდან.    ძალიან მალე მთავრდებოდა ჩვენი 3 კაციანი ლაშქრობა ქუთაისში.  სადგურიდან კი ახალი ენერგიით არა მარა 2 ახალი წევრით კი იწყებოდა  ლაშქრობის მეორე ფაზა. ლაშქრობა ლეჩხუმში.


ნაწილი II.
ლაშქრობა ლეჩხუმში, კერძოდ სოფელ ჭალისთავში.(მდ.ჯონოული)

მას შემდეგ რაც ქუთაისში სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ,  ლეჩხუმის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი მოვძებნეთ შიგნით მოვთავსდით და გავემართეთ ლეჩხუმის მიმართულებით. გადაწყვეტილი გვქონდა  სოფელ ჭალისთავამდე, სადაც ჩვენს ერთ-ერთ თანამოლაშქრეს სოფელი ქონდ(სწორედ ამ სოფელში შემოგვიერთდა 4 ბავშვი და აქედან გავემართეთ ახალჭალას მიმართულებით) ერთი დღე  მდინარე ჯონოულის სანაპიროზე გაგვეტარებინა, სადაც უნდა გვეთევზავა, ჩემთვის მანამდე უცნობი ხერხით-ხვიმრით.   . 

    მოკლედ ხანმოკლე მგზავრობის შემდეგ მალევე დავბანაკდით მდინარის პირას, ზოგმა ახალი სათევზაო მოწყობილობის-ხვიმრის გაკეთება დაიწყო,  ზოგმაც მდინარის წყალში შევისეირნეთ. ხვიმრით თევზაობა საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი თევზი დავიჭირეთ და კარგა გვარიანადაც დავნაყრდით, ერთი პატარა პრობლემა იყო უბრალოდ მარილი არ გვქონდ არცერთს წამოღებული, თუმცა შიმშილის გრძნობა იმდენად დიდი იყო, უმარილო თევზის დაწუნების იმპულსი მთლიანად გაუნებელყოფილი  გვქონდა.

  


მდინარე ჯონოულზე თევზაობის შემდეგ,  ფეხით გავემართეთ სოფელ ჭალისთავისაკენ,  გზად კი გავიარეთ ძალიან მაგარი პოეტის, ლადო ასათიანის სოფელი-ბარდნალა.  გზა საკმაოდ გრძელი იყო, თან მზე აჭერდა ამიტომ საკმაოდ დავიღალეთ. თუმცა გზაში ულამაზესი ადგილები იშლებოდა ჩვენ თვალწინ, რაც ლაშქრობის დროს  დაღლილობის ყველაზე კარგი წამალია.

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,….

About lashqroba

camping in rawa

Posted on 26/09/2011, in სად ილაშქრო?!. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. მმმ მინდა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: